18 ივნისი 2019,   02:02
ვრცლად
დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მომლოცველებს აღარ უშვებენ

დავით გარეჯში ვითარება შეიცვალა და ამ მომენტისთვის არც ერთ მომლოცველს უდაბნოს მონასტერთან აღარ უშვებენ. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადაწყვეტილება დღის მეორე ნახევარში შეცვალეს. არქიმანდრიტი კირიონის განცხადებით, ეს სამწუხარო რეალობაა, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება უნდა მოხდეს.

„გადაადგილება ეზღუდება ტურისტს, ვისაც უნდა დაათვალიეროს ფრესკები. ასევე, პერიოდულად გადაადგილება ეზღუდება ადგილობრივ მომლოცველებსაც, ვისაც უნდათ წმინდა ადგილების მოლოცვა და სამწუხაროა, მაგრამ სამწუხარო რეალობას ვერ გავურბივართ ჩვენ. გრძელდება ამდენი ხანია, ველოდებით, რომ გადაწყდეს ეს საკითხი და მოგვარდეს“, - განაცხადა მამა ილარიონმა.

აკრძალვის პარალელურად, „გარეჯობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ადგილზე ეროვნული ზეიმი მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ყველა აქტივობა ერთგვარი გზავნილია იმის აღსანიშნად, რომ დავით გარეჯი საქართველოა და სახელმწიფომ უდაბნოს მონატრის პრობლემასთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოახდინოს.

„დავით გარეჯი იყო არის და იქნება საქართველო. იმედია ჩვენი ხელისუფლება ჩვენ აზრზე არის და დაგვეხმარება,“ - განაცხადა მანანა ხაჭვანმა.

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ადგილზე საპოლიციო ძალების რაოდენობა გაზარდა. 

 

დღის ამბები