26 აპრილი 2024,   19:36
ვრცლად
თავდასხმა ტანკერზე ომანის ყურეში - აშშ ირანს ადანაშაულებს

შეერთებული შტატები ომანის ყურეში ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ეს დასკვნა ვაშინგტონმა სპეცსამსახურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა. პენტაგონმა გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც სამხედროების მტკიცებით, ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელები  ტანკერის ბორტიდან აუფეთქებელ ნაღმებს იღებენ.

მომხდარის გამო შეერთებული შტატების სარდლობამ ომანის ყურეში სარაკეტო გამანადგურებლის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. შეერთებული შტატების ბრალდებებს დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთიც ეთანხმებიან. თუმცა ოფიციალური თეირანი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

დღის ამბები