01 აპრილი 2020,   20:46
ვრცლად
ღირსების საქმე - "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე - პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ნახსენებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობაზე მმართველი გუნდის ლიდერებმა უარი თქვეს, „ოცნების“ ყოფილი წევრები ვერ იხსენებენ.

პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობის იმ სხდომას იხსენებს, სადაც მან ამ საკითხის განხილვა მოინდომა, თუმცა ირაკლი კობახიძისგან უარი მიიღო.

პარლამენტის წევრი, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან კობერიძე ამბობს, რომ თემის დაბლოკვა არ ახსენდება, თუმცა, მისი თქმით, ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ საქმე უნდა გამოიძიონ.

„ვიცი, რომ ზოგადად, კადრებთან დაკავშირებით იყო საუბარი და ყველა შეთანხმდა, რომ უნდა იყოს გამოძიებული ეს ფაქტი და ვიღაცის მიერ რაღაცის დაბლოკვა, ასე არ მახსენდება. ეს საქმე, ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ არის დღემდე გამოძიებული და დასრულებული და ამას ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ შსს-სგან და პროკურატურისგან, ეს არის ღირსების საქმე,“ - განაცხადა კობერიძემ.

ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ნახსენებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას და იქ განვითარებულ მოვლენებს ასევე ვერ იხსენებს პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრი, მირიან წიკლაური. დეპუტატის თქმით, უმრავლესობაზე ეს საკითხი არ დასმულა.

„ვეს ვიხსენებ ასეთ შემთხვევას, თუ ვინმეს მიერ იყო დაბლოკილი ეს, შესაძლოა იმ მომენტში არ ვიყავი უბრალოდ, მე ნამდვილად ვერ ვიხსენებ. თავისთავად ეკა ბესელიას ჰქონდა ალბათ მოთხოვნა იმისთვის, რომ დაწყებულიყო გამოძიება, თუმცა, უმრავლესობაზე ეს საკითხი, რამდენადაც მახსოვს არ დასმულა,“ - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები