26 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
მასშტაბური ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პირველი მესა ჩატარდა

მასშტაბური ხანძრის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პირველი მესა ჩატარდა. ლიტურგიის დროს, სასულიერო პირებსა და მრევლს, უსაფრთხოების მიზნით, თავზე ჩაფხუტები ეფარათ.

ღვთისმსახურებას პარიზის არქიეპისკოპოსი უძღვებოდა და მას, ასევე უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ 30 ადამიანი ესწრებოდა.

ისინი ძირითადად რესტავრატორები და სამაშველო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეები იყვნენ. ძლიერმა ხანძარმა ნოტრ-დამი აპრილში დააზიანა. პრეზიდენტ მაკრონის გეგმის თანახმად, ტაძრის აღდგენა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.
 

დღის ამბები