04 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
„რუსოფობიური პროვოკაცია“ - პუტინი საქართველოში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებს აფასებს 

საქართველოს პარლამენტსა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა.

კრემლის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა 20 ივნისის მოვლენები - ექსტრემისტული ელემენტების მიერ მოწყობილ რუსოფობიურ პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სახიფათო მოვლენაა.

რუსეთის ლიდერმა შეხვედრაზე მყოფ სერგეი ლავროვს დავალებაც მისცა. პუტინმა განკარგულება გასცა, საგარეო საქმე უწყებამ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, ექსტრემისტების მხრიდან საფრთხის შესახებ გააფრთხილოს.

დღის ამბები