26 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
„ეს ქვეყანა ჩვენია, ამ ქვეყანაში ვერ იბოგინებენ ოკუპანტები" - ელენე ხოშტარია

„ეს ქვეყანა ჩვენია, ეს ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი, ამ ქვეყანაში ვერ იბოგინებენ ოკუპანტები და ამ ქვეყანაში არ იქნება ძალადობა,“ - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობის წინ გააკეთა.

დეპუტატმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა. ელენე ხოშტარიამ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

„ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, მშვიდობიანად უნდა ვიაროთ ამ გზაზე. რაც არ უნდა ვიღაც გაღიზიანდეს, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობიანი გა არის ჩვენი ყველას ერთიან პრინციპული არჩევანი და არ გამოუვა გახარიას თავს ძალადობა მოგვახვიოს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები