26 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
„მთელი პრორუსული სპექტრი, რაინდები, აზნაურები, თავადები შემოხრიალდებიან პარლამენტში" - შალვა ნათელაშვილი  

ჩვენ მივიღებთ არჩევისთანავე, უკვე დასაშლელად გამზადებულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს - ასე ეხმაურება "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და ნულპროცენტიან ბარიერს ითვალისწინებს.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, პარლამენტში ბევრი სატელიტი პარტია შევა და ბიძინა ივანიშვილი ისევ ქვეყნის კონტროლს გააგრძელებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ნულპროცენტიან ბარიერს არ ეთანხმება.  

„მთელი პრორუსული სპექტრი, რაინდები, აზნაურები, თავადები თუ რაც ჰქვიათ, შემოხრიალდებიან პარლამენტში, იმ უბარიერო პირობებში და ჩვენ მივიღებთ არჩევისთანავე, უკვე დასაშლელად გამზადებულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. რა მნიშვნელობა აქვს ბიძინა ივანიშვილისთვის ერთი პარტიით შეადგენს საპარლამენტო უმრავლესობას და გააგრძელებს ქვეყნის კონტროლს, თუ 38, მის მიერ დაფინანსებული და შეყვანილი თითო პარტიიდან თითო სატელიტით შეადგენს საპარლამენტო უმრავლესობას. არავითარი მუშაობა არ აქვს მაჟორიტარი ქუცნაშვილი იქნება მისი უმრავლესობის წევრი თუ პარტიის ლიდერად დარეგისტრირებული ქუცნაშვილი. სანამ არ გადადგება ჩვენი ახალგაზრდების თვალების დამთხრელი გახარია, სანამ არჩევნები არ გახდება სავალდებულო, სანამ არ გაუქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, სანამ არ დადგინდება კონსტიტუციური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, სახალხო წინააღმდეგობა არ შეწყდება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

"თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ალექსანდრე ბარამიძეც მიიჩნევს, რომ ამ ხერხით ბიძინა ივანიშვილი შეძლებს, რომ პარლამენტში ბევრი ურეიტინგო და მისი სატელიტი პარტია შეიყვანოს და კვლავ, არაფორმალურად გააგრძელოს მართვა.

„არის მზაკვრული ხრიკი, რათა წვრილმანი, მის მიერვე დაფინანსებული და სუს-ის მიერ ორგანიზებული, ურეიტინგო პარტიების მეშვეობით შექმნას კვლავ თავისი მორჩილი უმრავლესობა ახალ პარლამენტშიც და ამ გზით გააგრძელოს თავისი არაფორმალური მმართველობა. ამას არავინ ასე იოლად არ მიიღებს, რასაკვირველია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმე ხმა გაქვს და აბსოლუტურად არავინ არ გიცნობს ქვეყანაში, გარდა ალბათ შენი ოჯახის წევრებისა. შენ დაუმსახურებლად მოიპოვებ მანდატს  და მეორეს მხრივ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ რეიტინგული პარტიების მანდატების რაოდენობა შემცირდება“ - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. 

დღის ამბები