26 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
7 ნოემბერს, როდესაც ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები დაგვარბიეს, მაშინ სააკაშვილი გადადგა - ეკა ბესელია

„ვფიქრობ, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,“ - ეს განცხადება, დეპუტატმა ეკა ბესელიამ, 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შეფასებისას გააკეთა და შს მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა. 

ბესელია შს მინისტრის მოთხოვნას, მივიდეს პარლამენტში, გამოეხმაურა და თქვა, რომ გიორგი გახარიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მძიმე ფონზე მოუწევს.

უმრავლესობიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა 7 ნოემბერი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ მძიმე მოვლენების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადადგა.

„დევნა, ჟურნალისტების დასახიჩრება და დამიზნებით სროლა იმ გოგო-ბიჭებისთვის ასე უმოწყალოდ გამეტება ისეთი ტყვიების, პლასტიკური ტყვიების, რომლებიც იცი ზუსტად, რომ შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური. აი, ამას ხომ გამართლება არ აქვს. ეს იქნება ყველაზე მძიმე ფონი, რაც დახვდება, ბუნებრივია, მინისტრს და ის ალბათ ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ ფონზე პარლამენტში გამოსვლა იქნება ყველაზე მძიმე, რაც კი მას დახვედრია. მე ვფიქრობ, რომ მან პოლიტიკური  პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. 7 ნოემბერს, როდესაც ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეები დაგვარბიეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალადობრივი მოწოდებებით არ გამოვირჩეოდით და არსად არ შევვარდნილვართ და უკანონოდ დაგვარბიეს, იმის შემდეგ რაც მოხდა, იმ დარბევის გამო, მაშინ ის ავად სახსენებელი სააკაშვილი ამიტომ, თუ იმიტომ გადადგა,“- განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები