26 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
„რაც დიდხანს ვიდგებით, მით მეტად გამოგეცლებათ მიწა ფეხქვეშ - აქციის ორგანიზატორი

„ჩვენ ვდგავართ სამოქალაქო საზოგადოება და არ გვაინტერესებს მათი ბინძური თამაშები. შესრულდება ჩვენი სამივე მოთხოვნა, ჩვენ დავიხურავთ ქუდს და წავალთ სახლში,“ - ეს განცხადება "კურიერთან" პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლების თამაშებს არ აყვებიან აქციის მონაწილეები. დიღმელაშვილის განცხადებით, შს მინისტრი გიორგი გახარია მომიტინგეების ნებისყოფას ცდის.

„რაც დიდხანს ვიდგებით, მით მეტად გამოგეცლებათ მიწა ფეხქვეშ, მით მეტად დეგრადირდებით მორალურად და მით მეტად სულელურ არგუმენტებს იტყვით, რომ თურმე ჭყლეტვაში 14 ადამიანი დაზიანდა შემთხვევით, თორემ ჩვენ რა ვქენით ზედმეტი - დათვის ტყვიები ვესროლეთ მხოლოდ თავებში. რუსული ნარატივი, ის, რასაც რუსები იტყვიან 9 აპრილზე,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ დაისაჯონ ის სამართალდამცავები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს 20-21 ივნისის ღამეს. ასევე, ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ დაკავებული მომიტინგეები.

ამავე თემაზე
დღის ამბები