26 აპრილი 2024,   21:09
ვრცლად
ის გადავიდა რევანშზე და ის უშვებს შეცდომებს, რასაც ხელისუფლება შეეწირება - ხათუნა სამნიძე 

ის გადავიდა რევანშზე და ის უშვებს შეცდომებს და აუცილებლად შეეწირება ამ შეცდომებს მისი ხელისუფლება - ეს განცხადება „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა, ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

ის პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.  

„ივანიშვილი ცდილობს, იმის ნაცვლად, რომ გუშინდელი განცხადების მერე, რომლის მიზანი სინამდვილეში იყო, რომ დაპირისპირება მომხდარიყო პარტიებს შორის, პარტიები ერთ მხარეს დადგნენ და ჩვენ დავიწყეთ დიალოგი, იმის ნაცვლად, რომ მან დიალოგი დაიწყოს იმ ადამიანებთან, ვინც ამას მიაღწია, პროტესტის მონაწილეებთან, ის გადავიდა რევანშზე და ის უშვებს შეცდომებს და აუცილებლად შეეწირება ამ შეცდომებს მისი ხელისუფლება. ის ცდილობს, რომ დააპირისპიროს ისევ და ისევ და პოლიტიკური პარტიები, ის 5 დღე ცდილობდა, რომ აქციაზე ნაპრალი და უფსკრული გაეჩინა პოლიტიკოსებს და იმ საზოგადოებას შორის, რომლებიც ამდენი ხანია, აპროტესტებენ ამ ხელისუფლებას, ამ დაჭერებს, ამ ძალადობას, რაც ვიხილეთ. მან ეს ვერ მოახერხა და ცდილობს, დღევანდელი გადაწყვეტილებით, მიაღწიოს ამას, მაგრამ ჩან, რომ ამას ვერც დღეს მიაღწევს, ვერც ხვალ მიაღწევს და აუცილებლად, პროტესტი გაგრძელდება მშვიდობიანად და აუცილებლად წავა გახარია,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები