26 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
ეს ზეპირი პროცესია? მართლა „ტროიკა“ ხომ არ არის? - ოთო კახიძე უმრავლესობას მიმართავს

ეს ზეპირი პროცესია? მართლა „ტროიკა“ ხომ არ არის? - ამ  განცხადებით  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ პარლამენტის წევრებს მიმართა. კახიძის განცხადებით, არ შეიძლება პარლამენტმა პროკურატურის მოთხოვნას ნიკა მელიას დაპატიმრების  თაობაზე მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე უთხრას თანხმობა.

„ანუ ზეპირად ვენდობით? ეს ზეპირი პროცესია? მართლა „ტროიკა“ ხომ არ არის? ხალხო, არ გამაგიჟოთ, ახლა. მტკიცებულებები არ გვჭირდება? თანხმობა ისე უნდა მივცეთ?  ანუ ზეპირად ვენდობით რასაც გვეუბნება პროკურატურა?,“- განაცხადა კახიძემ.

აღნიშნული განცხადება კახიძემ ანრი ოხანაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტს მტკიცებულებების გამოკვლევის ლეგიტიმაცია არ აქვს.

დღის ამბები