26 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
პუტინმა უბრძანა ივანიშვილს რომ დასაჯოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები - გიორგი ბარამიძე

ეს საქმე თავიდან ბოლომდე თეთრი ძაფით არის ნაკერი, ნიკა მელიას არ მოუწოდებია ძალადობრივად არაფრის აღება - ეს განცხადება, გიორგი ბარამიძემ გააკეთა, რომელიც ამ წუთებში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ ივანიშვილის პირდაპირ  პუტინის მითითებებს ასრულებს, რომელიც გავრილოვმაც გააჟღერა, რომელმაც თქვა, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და დეპუტატები რომელიც ამაში მონაწილეობდნენ უნდა დაისაჯონ.

„დღეს, ამ საქართველოს სიამაყეში,  რაც არის ქართველი ხალხის არჩევითი ორგანო, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა  ზვიად გამსახურდიას დროს, აი აქ უნდა პუტინს, რომ ჩვენივე ხელით გაგვაკეთებინოს ის, რასაც ის უბრძანებს ივანიშვილს, რომ დასაჯოს  ის ადამიანები, და ამ შემთხვევაში სიმბოლურად იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერი და შესაძლოა  კიდევ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც მიაყოლონ, რომელმაც გაბედა და გააპროტესტა ოკუპანტის, პუტინის საცეცის, პუტინის მეტასტაზის საქართველოს პარლამენტში ყოფნა,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

დღის ამბები