26 აპრილი 2024,   18:04
ვრცლად
როგორც ლომი ტურების გარემოცვაში ისე იჯდა ნიკა მელიას პარლამენტის სხდომათა დარბაზში და უყურებდა მონებს - ზალიკო უდუმაშვილი

"დღეს ნიკა მელიას მოუწყვეს პოლიტიკური სასმართლო. როგორც ლომი ტურების გარემოცვაში ისე იჯდა ნიკა მელიას პარლამენტის სხდომათა დარბაზში და უყურებდა მონებს, რომლებიც თავდახრილები ისხდნენ და ფურცლებში ჰქონდათ თავები ჩარგული, რომ თვის არ აეწიათ,“- ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შესახებ გააკეთა.

მისი თქმით, ის დეპუტატები, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს, ბიძინა ივანიშვილის მონები არიან, რომლებმაც დიქტატურას მწვანე შუქი აუნთეს

„მონა ყველგან მონაა და საკუთარ მონათმფლობელს ემორჩილება. ასე ერთხმად უსირცხვილოდ მიიღეს გადაწყვეტილება და განაჩენი გამოუატანეს არა ნიკა მელიას და არა კონკრეტულ დეპუტატს, განაჩენი გამოუტანეს ქმ ქვეყნის მომავალს. მწვანე აუნთეს ბიძინა ივანიშვილის დიქტატურას. მიუხედავად იმისა, რომ მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს და მას პატიმრობა ემუქრება, აქ ხალხი რო დგას და ის ხალხი, რომელიც ოპოზიციას გვერდით დგას, და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება დღეს გამარჯვებულია, ის 90 მონა დამარცხებულია. მათ კი არ იციან რა გააკეთეს. საკუთარი ხელით გაიკეთეს ხარაკირი,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე 91 დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, მონას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი გავრილოვის სიაში შედიან. დეკანოიძის თქმით, პარლამენტმა ლეგიტიმურობა დაკარგა და საქართველოში დიქტატურა გაფორდმა. მან პროკურატურის განცხადებას პარლამენტში ამაზრზენი და გულის ამრევი უწოდა.

„ბოლომდე გაფორმდა დიქტატურა საქართველოში, ამ პარლამენტმა, სადაც 91-მა გავრილოვის სიაში მყოფმა ადამიანმა, ხმა მისცა ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნა, დაკარგა ლეგიტიმაცია, იმიტომ, რომ 91 ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის მონა, არ შეუთრთოლდათ არაფერი, ხელი მოაწერეს გავრილოვის გადაწყვეტილებას, რომელიც იგი დიდი ხანია, ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებდა,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები