26 აპრილი 2024,   14:27
ვრცლად
მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო პარლამენტს - პრემიერი

20 ივნისს და შემდეგ დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერი მამუკა ბახტაძე დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ განცხადება პრემიერის სოციალურ ქსელში გავრცელდა.

განცხადებაში ასევე საუბარია პარლამენტში პრემიერის არმისვლაზე. პრემიერი ბახტაძე მზაობას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში რიგგარეშე სხდომაზე წარადგინოს.

„დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მთავრობა და პარლამენტი აკეთებენ შეფასებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

"ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ - ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ - ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან.

"შესაბამისად, მზად ვარ ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს, ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები