02 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
იტალიელმა სამართალდამცველებმა მიგრანტების სამაშველო გემის კაპიტანი დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა მიგრანტების სამაშველო გემის კაპიტანი დააკავეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კაპიტანი იტალიის ხელისუფლების აკრძალვას არ დაემორჩილა და ლამპედუზის პორტში მაინც შევიდა. ბორტზე ლიბიის სანაპიროსთან გადარჩენილი 53 აფრიკელი მიგრანტი იმყოფებოდა.

 გემი ხმელთაშუა ზღვაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მას იტალიის სანაპირო დაცვა ქვეყნის ტერიტორიაზე არ უშვებდა. პორტში უნებართვო შესვლის შემდეგ გემის კაპიტანს, 31 წლის გერმანელ ქალს პოლიციამ ხელბორკილები დაადო და განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანა.

დღის ამბები