02 მაისი 2024,   08:33
ვრცლად
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მორიგი შეხვედრა - ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი დემილიტარიზებულ ზონაში ჩამოართვა 

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მორიგი შეხვედრა. შეერთებული შტატებისა და ჩრდილო კორეის ლიდერებმა ერთმანეთს ხელი დემილიტარიზებულ ზონაში ჩამოართვეს, რის შემდეგაც მათ ორ კორეას შორის სადემარკაციო ხაზი გადაკვეთეს.

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ჩრდილო კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. კიმ ჩენ ინის შეფასებით, ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მათი შეხვედრა ამ ადგილას გაიმართებოდა, დონალდ ტრამპმა კი მომხდარს ისტორიული მომენტი უწოდა.

შეთავაზება ოფიციალურმა ფხენიანმა გუშინ ამერიკის პრეზიდენტისგან მოულოდნელად მიიღო. ვიეტნამის უშედეგო სამიტის შემდეგ, ეს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრაა.


 

დღის ამბები