04 მაისი 2024,   07:50
ვრცლად
"საქართველოს სამსახურში" - აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან დღეს ისევ შეიკრიბებიან 

პროტესტის მე-12 დღე - აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე დღეს ისევ შეიკრიბებიან. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი.

შეკრება ამჯერადაც პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე იგეგმება. აქციის ორგანიზატორები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. ისინი ხელისუფლებას სხვადასხვა "სიურპრიზებს" ჰპირდებიან.

„ერთი მოთხოვნა დარჩა შესასრულებელი, გახარიას გადადგომა, ამ მოთხოვნის შესრულებამდე ეს აქციები გაგრძელდება. ყოველ დღე საქართველოს სამსახურში 19:00 საათზე. არ ვიცით რამდენად უსასრულოდ, ეს გადაწყვიტოს გახარიამ და მისმა უფროსობამ. ხელისუფლებას სანამ გონს არ მოეგებიან ელოდებათ ბევრი მშვიდობიანი, მაგრამ მტკივნეული სიურპრიზები ჩვენი მხრიდან,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიშა მშვილდაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები