04 მაისი 2024,   13:14
ვრცლად
მეტროპოლიტენი დღეიდან მუშაობას 1 საათით ადრე შეწყვეტს 

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობას, ერთი საათით ადრე, 23:00 საათზე წყვეტს. მიზეზი ელექტროუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკის დახმარებით 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი. მოხდება ძალოვანი კაბელების ჩანაცვლება და სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

დღის ამბები