03 მაისი 2024,   00:18
ვრცლად
საპროტესტო აქცია ჰონ-კონგში კვლავ პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა

მორიგი საპროტესტო აქცია ჰონ-კონგში კვლავ პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. სამთავრობო კვარტალში, სადაც ჰონ-კონგის ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ გადასვლის 22 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ტარდებოდა, საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

მომიტინგეებმა გზები გადაკეტეს და დროშების აღმართვის  ცერემონიალის ჩაშლა სცადეს.  მათ წინააღმდეგ სამართალდამცველებმა რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. არიან დაშავებულები.

დღის ამბები