04 მაისი 2024,   19:00
ვრცლად
ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ გალში - რეგიონის მოსახლეობა შველას ითხოვს

ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებული გალის რაიონში - ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ რეგიონში საკვების და მედიკამენტების მარაგი ამოიწურა. პრობლემას წარმოადგენს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტიც.

ამჟამად ენგურის ხიდის მეორე მხარეს უპატრონო ძაღლებისგან დაკბენილი 4 ადამიანი შველას ითხოვს, მათ შორის ერთი 4 წლის ბავშვია. ასევე, დახმარებას ითხოვენ ონკოლოგიური ავადმყოფებიც.

„ცოფი არის გალის ტერიტორიაზე და არ უშვებენ ხალხს. ვაქცინა არაა აფხაზეთის ტერიტორიაზე. ზუგდიდის მიმართულებით არ უშვებენ ხალხს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან ავადმყოფები,“- ამბობს, ერთ-ერთი ადგილობრივი

მოსახლეობის პრობლემების შესახებ ე.წ. საზღვრის ორივე მხარეს იციან, საქმის კურსშია სადამკვირვებლო მისიაც.

დღის ამბები