04 მაისი 2024,   10:14
ვრცლად
პარლამენტის წინ მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარლამენტის წინ მოშიმშილეთაგან ერთ-ერთი, გოგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. გაირკვა, რომ გოგა ლემონჯავას შაქარი დაუვარდა. ის „ამტელ ჰოსპიტალში“ მოათავსეს.

ამ დროისთვის მოშიმშილეთა კარავში 3 ადამიანი რჩება, ისინი უკვე მერვე დღეა გახარიას გადადგომის მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

დღის ამბები