02 აპრილი 2020,   01:33
ვრცლად
სამეგრელოს გუბერნატორის ოფისის თავზე შს მინისტრის სისხლიანი პორტრეტის გადმოკიდების გამო, სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს

სისხლიანი  შს მინისტრის პორტრეტი სამეგრელოს გუბერნატორის ოფისის თავზე - სამოქალაქო აქტივისტებმა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მდებარე შენობის მეხუთე სართულიდან გიორგი გახარიას სისხლიანი ბანერი გადმოკიდეს. ამ ფორმით მათ გიორგი გახარიას 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს.

რწმუნებულის ოფისის თავზე განთავსებული ბანერი ზედამხედველობის სამსახურმა პოლიციის დახმარებით ჩამოხსნა. აღნიშნული ქმედების გამო სამოქალაქო აქტივისტები 50 ლარით დაჯარიმდნენ.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის გახარიას გადადგომა. დღეს სახურავზე ვართ, ხვალ კიდევ რამეს ახალს ვიზამთ, პერფორმანსს კიდევ მოვიფიქრებთ, მაგრამ გახარიას და აი, ამ მთავრობას არ მოვასვენებთ. ესენი აუცილებლად უნდა გადადგნენ,“- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

დღის ამბები