03 მაისი 2024,   16:09
ვრცლად
ჯგუფური ძალადობის ბრალდება - 4 დაკავებულიდან სამს ბრალს დღეს წაუყენებენ 

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 4 პირიდან სამს, დღეს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს. ზურაბ ბუდაღაშვილს კი გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე წაუყენეს ბრალი.

ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვლი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ედებათ. დანაშაული6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყებამ მტკიცებულებად 20 ივნისის ღამის ვიდეო კადრებიც გაავრცელა, სადაც ისინი ჩანან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები