04 მაისი 2024,   13:58
ვრცლად
ხანძარი საქართველო -სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე - ცეცხლი მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან გაჩნდა

ხანძარი საქართველო -სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე - ცეცხლი მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები.

ცეცხლი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა. ამ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის.

ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობდა 65-მდე მეხანძრე-მაშველი. საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართული იყო სომხეთის სახანძრო დანაყოფები.

დღის ამბები