04 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
შიმშილობის მე-11 დღე - პარლამენტის წინ მოშიმშილეები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ უკვე მე-11 დღეა აქციის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობს. მათგან რამდენიმე შეუძლოდ გახდა, 2 მოშიმშილე კი ამ დრომდე რჩება პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში.

ისინი თავს სუსტად გრძნობენ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„გახარია უნდა გადადგეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამ მთავრობის იმედი. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რუსული ნარატივი და რუსეთუმეობა დასრულდეს ქვეყანაში,“-ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

დღის ამბები