04 მაისი 2024,   16:09
ვრცლად
აბაშიძე-კარასინის ფორმატისთვის ბიუჯეტიდან 737 ათას 637 ლარი დაიხარჯა - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობაზე 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა. კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.  

როგორც ანგარიშში წერია, 33 სამივლინებო ვიზიტზე 116 098 ლარი დაიხარჯა. საკონსულტაციო მომსახურებაში 46 ათასი ლარი. სარესტორნო მომსახურება საქართველოში 1 950 ლარი დაუჯდა. ზურაბ აბაშიძემ თანამდებობრივი სარგოსა და პრემია-დანამატის სახით 491 ათას 444 ლარი მიიღო.

ორი შტატგარეშე თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოსა და პრემია-დანამატის სახით - 80 145 ათასი ლარი დაიხარჯა.

ე.წ. კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს 2012 წლის ბოლოდან ჩაეყარა საფუძველი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში. როგორც მონაწილეები ამბობენ, ამ ფორმატში საუბარი სავაჭრო, სატრანსორტო, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიმდინარეობს.

დღის ამბები