26 აპრილი 2024,   20:44
ვრცლად
ორად გაყოფილი რუსთაველის გამზირი - ბარიკადებს მიღმა მდგარი, დაპირისპირებული ქართველები KGB-ს სტილის პირდაპირი ნიშანია

კრემლის გავლენის ზრდას ქართულ საზოგადოებაში - პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ორად გაყოფილი რუსთაველის გამზირი, სადაც ბარიკადებს მიღმა დაპირისპირებული ქართველები დგანან, KGB-ს სტილის პირდაპირი ნიშანია.

საზოგადოების დაპირისპირება და შიდა შუღლის გაღვივება - მოსკოვის ხელწერას ნემო ბურჭულაძე უკვე კარგად იცნობს. მისი განცხადებით, კრემლი ვერაფრით ეგუება იმას, რომ ქართველები დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებენ.

ხელისუფლების ბოლო პერიოდის მთავარი ბერკეტი, კონტრაქციები ვარდების რევოლუციის მონაწილეებს 2003 წელს ახსენებს. ახალი ავტობუსების მეორე მხარეს მდგარი საკმაოდ აგრესიული ადამიანების შემხედვარეები ამბობენ, რომ ეს სტერეოტიპული სურათი რუსთაველის გამზირზე უკვე არაერთხელ ნახეს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქვეყანა, რომელიც ახლა ევროკავშირში ახალ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კონტაქტებს უნდა აწყობდეს და მათთვის ეროვნული ინტერესების დასაცავად ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციებს უნდა მართავდეს, საკუთარი საზოგადოების გახლეჩვით არის დაკავებული.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ქვეყნის მთავარი გამზირი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ და უცვლელ ადგილად იქცა.

გავრილოვის ღამის შემდეგ პროგრესის, რუსული ორბიტისგან საბოლოოდ ჩამოშორებისა და ევროპული მომავლისთვის დღეს მამების გვერდით შვილების თაობა იბრძვის.

დღის ამბები