01 მაისი 2024,   19:33
ვრცლად
შემოგვარტყეს ალყა, მანქანას ურტყამდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ - "რუსთავი 2" ის კორესპონდენტი, შეკვეთილში მომხდარ ფაქტს იხსენებს

არბევდნენ თუ არა შეკვეთილში მოშიმშილეებს გუშინ ივანიშვილის ბრძანებით? ცნობილი ხდება, რომ პირები, რომლებმაც კარვები დაშალეს და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, იმ მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, რომელიც ივანიშვილის კუთვნილებაში არსებულ გასართობ პარკს, ციცინათელას ეკუთვნის. სწორედ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების გადასაღებად მივიდა "კურიერის" ჯგუფი ქობულეთში, სადაც ჟურნალისტი და ოპერატორი პარკის დაცვამ ალყაში მოაქცია და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი პარკიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა.

"გვაინტერესებდა კონკრეტულად ეს მიკროავტობუსი ნამდვილად იდგა თუ არა ამ ტერიტორიაზე, ნამდვილად იდგა, გადავიღეთ დავჯექით მანქანაში, მოვდიოდით და 20-მდე ადამიანი დაგვედევნა. გავაიარეთ 30 მეტრი და რკინის კარები 4 ადამიანის მიერ ორმხრივად მარჯვნივ და მარცხნივ ჩაიკეტა და ამ ადამიანებმა შემოგვარტყეს ალყა, მანქანას ურტყამდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ცდილობდნენ ფანჯრების ჩალეწვას,"-აცხადებს ლადო სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, ლადო მენაბდე.

დღის ამბები