01 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
გადადგეს გახარია! - საპროტესტო აქცია ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის პარალელურად

გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია! - ამ ლოზუნგით ბათუმში, სადაც საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია იმართება. ახალგაზრდები, ვინც უკვე 22-ე დღეა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავდა, ახლა პროტესტს ბათუმში აგრძელებს. მათი თქმით, სურთ, რომ ევროპელ ლიდერებს მიაწოდონ ინფორმაცია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მათ აქციაზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. 

„გუშინ ახალი კადრებით გაირკვა ის, რომ გახარიას ლეგიტიმაცია საერთოდ არ ჰქონია აქციის დარბევის, არამც თუ სახელმწიფო გადატრიალებას თავიდან ირიდებდა, რასაც ფაქტია, რომ იგონებს, რაც ისედაც ვიცოდით, რომ მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ის დარბევა არა მხოლოდ ძალის გადამეტება იყო, არამედ საერთოდ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნდათ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ის გადადგეს,“ - განაცხადა მარიამ გეგუჩაძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. საპროტესტო აქციები ორ კვირაზე მეტია, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც იმართება. 

„ახლა სწორედ აქ ვართ იმისთვის, რომ ევროპელ მეგობრებს ვთხოვოთ სოლიდარობა იმისთვის, რომ დაგვეხმარონ, მოგვაშორონ ეს სისხლიანი გახარია,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბრძოლას კვლავ გააგრძელებენ, სანამ სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი მინისტრი არ გადადგება.

„აქ მოვედით იმისთვის, რომ მთავრობისთვის კიდევ ერთხელ შეგვესმინა, რომ არასოდეს ვაპირებთ გაჩერებას, სანამ საქართველოს ჩვენი მოქალაქეების სისხლში გასვრილი შს მინისტრი ეყოლება კვლავ, ასევე დიპლომატებს მივაწოდოთ ჩვენი მესიჯი,“ - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები