19 აგვისტო 2019,   02:37
ვრცლად
"საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის იმედი რთულ სიტუაციებშიც" - დონალდ ტუსკი

"საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის იმედი რთულ სიტუაციებშიც,“ - ეს განცხადება ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა. დონალდ ტუსკის თქმით, საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სოლიდარობა ჩვენ შორის ყოველთვის თანმიმდევრული იქნება. ეს განცხადება ტუსკმა ბათუმში გააკეთა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია იმართება. 

„არ მინდა, გამოვიწვიო დამატებითი დაძაბულობა, მაგრამ ვფიქრობ, ნათელი უნდა იყოს -საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის იმედი რთულ სიტუაციებშიც. სოლიდარობა ჩვენ შორის ყოველთვის იქნება თანმიმდევრული. ჩემი რწმენიდან და ემოციებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება თავი შევიკავო რაიმე სხვა კომენტარის გაკეთებისგან,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

 

დღის ამბები