03 მაისი 2024,   16:34
ვრცლად
"პირადად მე, ამ ეტაპზე შიმშილობა შევწყვიტე," - ბექა ბასილაია კლინიკიდან გამოწერეს

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აქციის მონაწილეებმა  შიმშილობა შეწყვიტეს. პარლამენტის წინ კარვებში მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ერთ-ერთი მათგანი, ბექა ბასილაია, რომელიც 19 დღეს შიმშილობდა ამ დროისთვის უკვე სახლში იმყოფება და ამბობს, რომ პარლამენტთან აქციის მონაწილეების რიგებს შეუერთდება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია და მადლობა ამისთვის "ნიუ ჰოსპიტალის" ექიმებს. რაც შეეხება გეგმებს, რამდენადაც ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, თუ სამედიცინო ჩარევა გახდებოდა საჭირო, მოგვიწევდა შიმშილობის შეწყვეტა, მაგრამ ჩვენ აქციებში აქტიურ მონაწილეობას არ შევწყვეტთ. პირადად მე, ამ ეტაპზე შიმშილობა შევწყვიტე, თუმცა როგორც ვიცი, შეკვეთილში პროტესტის უკიდურესი ფორმა გრძელდება  და სამწუხაროდ, მთვარობა კვლავ სირაქლემას პოზიციაშია“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

 

დღის ამბები