26 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
ვითარება დავით გარეჯში - გიდები დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ

დავით გარეჯში არსებული ვითარების გამო გიდები დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ. სპეციალური წერილით ისინი უწყებას დღეს მიმართავენ და მიაწვდიან ინფორმაციას, რომ მომლოცველებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საკულტო ნაგებობებში შესვლის უფლებას უზღუდავენ.

გიდების განცხადებით, აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კონკრეტულ საკითხზე აწარმოოს აზერბაიჯანელ კოლეგებთან მოლაპარაკებები, რათა მესაზღვრეები ტერიტორიაზე სხვაგვარად განლაგდნენ და ხელი არ შეუშალონ ქართველ მომლოცველებს.

გიდებმა ახალი მოძრაობის ჩამოყალიბება დაანონსეს, რომელიც გარეჯში არსებულ პრობლემებზე იმუშავებს.

ვაანონსებთ უკვე გიდების მოძრაობას - „გიდები საქართველოსთვის“, იურიდიული სახე, რომ ჰქონდეს. ბევრი საკითხი დაგროვდა თებერვლიდან. როდესაც ჩავდივართ გარეჯში, ჩვენ არ გვაქვს პასუხი რატომ ვერ შევდივართ საკულტო ნაგებობაში, რომელიც ჯერაც არ არის არავის ტერიტორია და არის ძირძველი ქართული მიწა. ამიტომ გვჭირდება პასუხები. გადავწყვიტეთ, ყოველგვარი აქციების გარეშე, სახელმწიფოს მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რაზეც გვეკუთვნის პასუხი, როგორც საქართველოს მოქალაქეებს,“-განაცხადა რუსუდან ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები