26 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
დავით გარეჯის საკითხების განხილვაში პარლამენტი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს - ბესელიას დეპუტატებთან წინადადება აქვს

დავით გარეჯის საკითხების განხილვაში პარლამენტი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს - ეს განცხადება პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ხელისუფლებასთან ამ თემაზე კონკრეტული შეტავაზება აქვს. 

ეკა ბესელია ამბობს, რომ აუცილებელია, ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროცესში პარლამენტი ინტენსიურად იყოს ჩართული და საზოგადოებას მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია არ ჰქონდეს ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ასეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, პარლამენტის როლი, რომელიც საგარეო და საშინაო მიმართულებების განმსაზღვრელია, უნდა იყოს მთავარი როლის განმახორციელებელი. გვინდა შევთავაზოთ ისეთი საპარლამენტო ფორმატი მთავრობას, სადაც შესაძლებელი იქნება არა ფრაგმენტულად ამ საკითხებზე მსჯელობა. არამედ გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნება სწორად გადადგმული ნაბიჯები და სწორად იქნება გათვლილი იმ შედეგზე რაც ჩვენ გვინდა რომ იყოს,“-განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები