26 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, პატივს ვცემ - ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

"ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, პატივს ვცემ," - ამის შესახებ „ ქართული ოცნების “ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავის 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა. ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება, რომლის უმრავლესობასაც „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, მის პოზიციას აბსოლუტურად იზიარებს.

„ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული „ქართული ოცნების“ წევრებისგან, აბსოლუტურად პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, პატივს ვცემ,“- განაცხადა ივანიშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე, გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 18 ივნისს გაასაჯაროებს.

დღის ამბები