25 აგვისტო 2019,   16:17
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ტრაგედიის მეხუთე წლისთავს ეძღვნება.

 მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო ბოინგი ზუსტად 5 წლის წინ დონბასში რაკეტით ჩამოაგდეს. ამ ტრაგედიას 298 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ლაინერი რუსეთიდან შეტანილი ბუკით ჩამოაგდეს.

დაღუპული მგზავრების ოჯახის წევრებმა მოსკოვს წერილით მიმართეს და საერთაშორისო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობისა და თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს.

დღის ამბები