26 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
გარანტიები თუ არ შეიქმნა, მხოლოდ სიტყვებზე, დიდ გულზე დაყრდნობით ვერ ვიქნებით - ლაშა ტუღუში "რუსთავი 2"-ზე საუბრობს

ახალი მფლობელის უარს „რუსთავი 2“-ში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. აღნიშნული საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და მედიაექსპერტებით უნდა დაკომპლექტებულიყო.

თუმცა, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ საბჭოს შექმნის იდეას არ ემხრობა და ჟურნალისტებს სიტყვაზე ნდობისკენ მოუწოდა.

ფონდ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორი, ლაშა ტუღუში ამბობს, რომ მხოლოდ სიტყვაზე ნდობა არაფერია და აუცილებელია დამატებითი გარანტიების ქონა სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების მიზნით.

„აუცილებელია დამატებითი გარკვეული გარანტიების არსებობა, რომელიც დაკავშირებული იქნება ჟურნალისტების შრომით უფლებებთან, ასევე მათ შემოქმედებით თავისუფლებასთან. ეს გარანტიები თუ არ შეიქმნა, მხოლოდ სიტყვებზე, კეთილ ადამიანებზე, დიდ გულზე და ა.შ. დაყრდნობით ვერ ვიქნებით, ვინაიდან, „რუსთავი 2“ არ არის მარტო ამ ადამიანების საკუთრება, „რუსთავი 2“ არის ხალხის საკუთრება,“ - განაცხადა ტუღუშმა.

დღის ამბები