26 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
თავდასხმა მეტროსადგურში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებზე - ჰონგ-კონგის ოპოზიცია პოლიციას აკრიტიკებს

ჰონგ-კონგის ოპოზიცია პოლიციას აკრიტიკებს. კანონმდებლები დემოკრატიის მომხრე აქტივისტებზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორების გამოვლენასა და დასჯას მოითხოვენ.

ანტისამთავრობო აქციების განმავლობაში პირველად აგრესიულად განწყობილი ჯგუფი მეტროსადგურში აქციის მონაწილეებს თავს დაესხა. ნიღბიანები, რომლებიც, სავარაუდოდ, განგსტერული დაჯგუფების წევრები არიან, მგზავრებს სასტიკად გაუსწორდნენ. დაშავდა 45 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტიც. ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

რკინიგზის სადგურში მომხდარ თავდასხმას წინ უძღოდა ჰონგ-კონგში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მორიგი მასშტაბური აქცია. საპროტესტო მსვლელობის დროს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

დღის ამბები