10 დეკემბერი 2019,   20:04
ვრცლად
„ღვინის ქარხანა ნომერი 1“-ის საქმე - ადვოკატის თქმით, ჩხარტიშვილის გავლენით ქარხნის დაბრუნებას მგალობლიშვილი ცდილობს

„ღვინის ქარხანა ნომერი 1“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხუთშაბათს გამოაცხადებს. დღეს განცხადება გააკეთეს კომპანიის ადვოკატმა და ჟურნალისტმა ელისო კილაძემ. ადვოკატის თქმით, საქმეს მოულოდნელად ააცილეს განმხილველი მოსამართლე და ის ახალ კოლეგიას გადასცეს. პროცესის უკან კი ისინი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს ხედავენ.

მათი თქმით, ჩხარტიშვილის გავლენით ქარხნის დაბრუნებას გიორგი მგალობლიშვილი ცდილობს.

მოქმედი მფლობელები, ვისი ქონებაც წლებია, დაყადაღებულია, საქმით დაინტერესებისკენ სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს მოუწოდებენ.

დღის ამბები