04 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
ხანძარი ხაბაროვსკის საბავშვო ბანაკში - პროკურატურამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა

ხანძარი ხაბაროვსკის საბავშვო ბანაკში - პროკურატურამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებულებიდან ერთი ბანაკის მფლობელი კომპანიის, მეორე კი თავად ბანაკის დირექტორია. ხანძარს 4 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცეცხლი სამთო კურორტის ტერიტორიაზე კარვების ქალაქში გვიან ღამით გაჩნდა და მთლიანად დაიწვა. იმ დროს ბანაკში 189 ბავშვი იმყოფებოდა. 11 წლის გოგო ადგილზე, დანარჩენი სამი ბავშვი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მათ შორისაა 10 წლის ბიჭიც, რომელსაც ალმოდებული კარვებიდან თანატოლი გოგონები გაჰყავდა.

სავარაუდოდ, ბანაკში გამათბობელი დაიწვა, რაც ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა. მომხდარის გამო რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

დღის ამბები