26 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება - ნაზი ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება. საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, ლევან თევზაძეს, ილონა თოდუას და უჩა თოდუას მოუსმენენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე  წევრები კვლავ პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. ნაზი ჯანეზაშვილი ერთ-ერთ კანდიდატს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან თევზაძეს  ე.წ. კლანთან დაახლოებაში ადანაშაულებს და ამბობს, რო ის მათთან შეთანხმებით მოქმედებს.

ჯანეზაშვილი ასევე ინტერესთა კონფლიქტზეც საუბრობს. მისი განმარტებით, თევზაძე საბჭოს ერთ-ერთი წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა, რომელიც კონკურსანტებთან გასაუბრებაში მონაწილეობს.

ნაზი ჯანეზაშვილი-ის სურათის შედეგი„ლევან თევზაძე გახლავთ ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა. ვნახოთ, მიიღებს თუ არა გასაუბრებაში მისი ფაქტობრივად ოჯახის წევრი მონაწილეობას და ახლო ნათესავების კონკურსებში მონაწილეობა, ერთის მხრივ, ერთია, რომ ზის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ხოლო მეორე არის კანდიდატი, არის ძალიან აშკარა, ცხადი და სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი. მე პირადად გამოვთქვი არაერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პროტესტი, თუმცა არც ირაკლი შენგელიას ეს არ გაუთვალისწინებია და არც სხვა წევრს, რომელსაც ასევე ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი და თქვენ გახსოვთ, რომ თამარ ონიანი  ესწრებოდა თავისი მაზლის გასაუბრებას და მას არცერთი კითხვა მისთვის არ დაუსვამს, თუმცა არც აცილების საკითხი არ დაუყენებია, ანუ ერთგვარად კითხვასაც არ სვამენ და ამავდროულად, თან მონაწილეობენ გასაუბრებაში. ცოტა გაუგებარია ჩემთვის, ეს რა სტანდარტია. თუ გასაუბრებაში მონაწილეობენ, მაშინ ბოლომდე მიიღონ მონაწილეობა და დასვან შეკითხვები თავისი ახლო ნათესავების მიმართ,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

საბჭოს არამოსამართლე  წევრს ასევე, პრეტენზია აქვს მეორე კანდიდატთანაც, ილონა თოდუასთან. მასთან მიმართებაში ჯანეზაშვილმა განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც თქვა, რომ თოდუამ საკუთარი ბინა დედას გადაუფორმა, რის შემდეგაც საბჭომ მისთვის ბინა იქირავა.

სხდომის ხელმძღვანელი, დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს. გვრიტიშვილი ამბობს, რომ მან ორივე შემთხვევაში მოისმინა განმარტებები და სამართლებრივად არცერთ შემთხვევაში დარღვევა არ იკვეთება.

დაკავშირებული სურათი„თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თვითაცილებას არ აცხადებს, მაშინ კანდიდატმა უნდა დააყენოს საბჭოს წინაშე შუამდგომლობა და საბჭო იმსჯელებს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, მე მოვისმინე ბატონი ირაკლი შენგელიას განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებით და მე იმ განმარტებას ვეთანხმები. საზოგადოებამ, თქვენც, ყველამ ვიხილეთ, რა ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა ნაზი ჯანეზაშვილმა ილონა თოდუაზე. ეს არის კანდიდატის გადასაწყვეტი, თუმცა გუშინ ჩვენ ასევე ვიხილეთ, პირდაპირ კანდიდატმა კანონის დარღვევაში ამხილა ნაზი ჯანეზაშვილი, როდესაც საკითხი შეეხო შეკითხვებს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. გენპროკურორისთვის ანგარიშის მოთხოვნის უფლება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მდგომარეობის შესახებ არავის აქვს და მათ შორის, არც საბჭოს წევრს,“ - განაცხადა გვრიტიშვილი

საბჭოს არამოსამართლე წევრები სხვა დარღვევებზეც საუბრობენ. მათი თქმით, საბჭოში გასაუბრება არასამუშაო საათებში მიმდინარეობს. 

დღის ამბები