04 მაისი 2024,   04:35
ვრცლად
მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ სტიმულირება გაუკეთოს ეკონომიკას - ეკონომისტები ლარის გაუფასურების საგანგაშო შედეგებზე საუბრობენ

ლარი გაუფასურების ანტირეკორდს ყოველდღიურად ხსნის. ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2 ლარი და 92 თეთრია, თუმცა ის გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში.

ეკონომისტები ლარის გაუფასურებას კლვავ ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ, რაც  ქვეყანაში ინვესტიციების დეფიციტსა და არსებულ გამოწვევებში გამოიხატება.

„ზოგადი ფონი რა თქმა უნდა, არის სუსტი ეკონომიკური ზრდის, რომელიც განაპირობებს ამ  ლარის გაუფასურებას. სამწუხაროდ, ეს იქნება იქამდე, სანამ ეკონომიკა უფრო სწრაფად არ გაიზრდება და არ ველოდები, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი მოიმატებს, იმიტომ, რომ მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ სტიმულირება გაუკეთოს ეკონომიკას, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ნელი იქნება,“- განაცხადა ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა.

სასიკეთო პროგნოზს ვერც ბიზნესმენები აკეთებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასები, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. მათი თქმით, ასევე გარდაუვალია ფასის გაზრდა თამბაქოზეც.

დღის ამბები