26 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
წითელი ხაზი „რუსთავი 2-სთვის“ ბრძოლაში - დვალი და აქიმიძე მოითხოვენ, რომ წილების თემის გარკვევამდე სარედაქციო პოლიტიკაზე ზემოქმედება არ მოხდეს

წითელი ხაზი "რუსთავი 2-სთვის" ბრძოლაში - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე მოითხოვენ, რომ წილების თემის საბოლოო გარკვევამდე სარედაქციო პოლიტიკაზე ზემოქმედება არ მოხდეს. ორ დღეში სამაუწყებლო კომპანიის დამაარსებლებს უკვე საბოლოოდ ეცოდინებათ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება ქიბარ ხალვაშთან.

ხალვაშთან შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გეგმავს თუ არა ქიბარ ხალვაში მისივე საჯარო დანაპირების შესრულებას, რომლითაც ის დამფუძნებლებს წილის ნახევრს და დავით დვალს დირექტორად დანიშვნას ჰპირდებოდა. გადამწყვეტი შეხვედრა ხალვაშთან, უახლოეს 2 დღეში იგეგმება.

იტყვის თუ არა ქიბარ ხალვაში უარს საკუთარ შეთავაზებაზე და რამდენად შესაძლებელია, რომ ამის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნა იყოს, რადგან არხის დამფუძნებლები ღიად ამბობენ, რომ პოლიტიკურ სიმპათიას არც ერთი პარტიის, მათ შორის არც მმართველი გუნდის მიმართ არ გამოხატავენ. დავით დვალს დღეს პარლამენტში ყველაზე მწვავე პოლიტიკური პროცესების შეფასებაც სთხოვეს, რასაც "რუსთავი2-ის" დამფუძნებლემა მისივე საჯარო ფეისბუქ პოსტებით უპასუხა და თქვა, რომ გახარია უნდა გადადგეს. 

ოპოზიცია არხის დამფუძნებლებისგან და მათი ადვოკატისგან, "რუსთავი2-ის" წილებისთვის ბრძოლის მრავალწლიან ისტორიას და პროკურატურის უმოქმედობის შესახებ განცხადებებს ისმენდნენ.

დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს წილების დათმობის საქმეზე ქართულ სასამართლოში, სამართლებრივი ბრძოლის უფლება არ მიეცათ, რადგან უკვე 7 წელია , პროკურატურის რეაგირებას უშედეგოდ ელოდებიან. ერთადერთი მოქმედება, რაც 7 წლის განმვალობაში მთავარი საგამოძიებო უწყების ანგარიშზეა, არხის მფლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაა.

"რუსთავი 2-ის" საქმეზე შესაძლოა, დღის წესრიგში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხით დადგეს.

დეპუტატები ამბობენ, რომ, ტელეკომპანიაში ქიბარ ხალვაშის შესვლა, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ერთი ტელევიზიის დამოუკიდებლობას, არამედ მთელი ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს.

სწორედ "რუსთავი2-ის" საქმეს უკავშირებენ პოლიტიკოსები ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, რომელმაც ბოლო დღეებში, არხის გადაფორმების საქმეზე, არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა.პარლამენტში დვალთან და აქიმიძესთან შეხვედრას მმართველი გუნდის არც ერთი წევრი არ დასწრებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები