26 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
მოსკოვში პოლიციამ 320-მდე აქტივისტი დააკავა, დაკავებულებს შორის ჟურნალისტებიც არიან

რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციას მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის ჩატარების საშუელებას არ აძლევს. მოსკოვის პოლიცია მომიტინგეებს პირდაპირ ქუჩებში აკავებს. უფლებადამცველების განცხადებით, იმ ადამიანებს ვინც პოლიციას წინააღმდეგობას უწევს, სამართალდამცველები რეზინის ხელკეტების მეშვეობით უსწორდებიან.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა რიცხვმა უკვე 320-ის მიაღწია. მათ შორის არიან ის ოპოზიციის კანდიდატებიც, რომლებიც  საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვა. სამართალდამცველები ასევე, იმ ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც აკავებს, ვინც ადგილზე მუშაობს და დაკავებების პროცესს აშუქებს.

პუტინის პროკურატურამ წინასწარ გააფრთხილა ოპოზიციის ლიდერები, რომ არ მოუწოდონ მოქალაქეებს არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებით დაემუქრა. აქციის მოწოდებები სოციალურ ქსელებში არ შეწყდა. ამ ფონზე ოპოზიციის ლიდერების დაკავებები და მათ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა დაიწყო.

დღის ამბები