26 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
აქციის ყველა მონაწილე, ვისაც ინდივიდუალური გარემოებების დასაბუთების გარეშე აღეკვეთა თავისუფლება, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს - Human Rights Watch

აქციის ყველა მონაწილე, ვისაც ინდივიდუალური გარემოებების დასაბუთების გარეშე აღეკვეთა თავისუფლება, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს - ამის შესახებ Human Rights Watch-ის წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს.

გიორგი გოგია ბოლოდროინდელ დაკავებებს ეხმაურება და განმარტავს, რომ დაუშვებელია, სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა.

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ზომაა და ინდივიდუალური გარემოებებით კარგად უნდა იყოს დასაბუთებული" -წერს გავლენიანი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

დღის ამბები