14 ოქტომბერი 2019,   13:23
ვრცლად
ლაგოდეხში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ჩატარდა

ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე  ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოებში სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ გადამზადებული მეტყევე-ტაქსატორები იყვნენ დასაქმებულები.

საველე სამუშაოები 21 ჰექტარზე მეტ ფართობზე ჩატარდა. ლაგოდეხში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა.

„ ლაგოდეხში, დაახლოებით 21 000 ჰექტარზე დასრულდა ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მონაცემები დამუშავდება ახლა კამერალურად, შემდეგ შედგება მართვის გეგმა და სწორედ ამ მართვის გეგმით, დაახლოებით ათი წელი იხელმძღვანელებს ეროვნული სატყეო სააგენტო,“- განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა.  

დღის ამბები