04 მაისი 2024,   04:44
ვრცლად
დამნაშავეა ადამიანი შტურმში, პასუხი უნდა აგოს - ვოლსკი დაკავებების სერიას ეხმაურება

„არ მიმაჩნია ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსი, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს და მომიტინგეების დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.

ვოლსკი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას მის ბოლოდროინდელ განცხადებებს არ უკავშირებს და ამბობს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრის თავის სიმართლის დამტკიცება მოუწევს, მათ შორის, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებითაც.

„დამნაშავეა ადამიანი შტურმში, პასუხი უნდა აგოს. არ მგონია, ვინმე იყოს დარჩენილი, ვისაც ნანახი არ აქვს თვალნათლივ, ვინ არის შეტევაზე გადასული, ვინ იყენებს ფიზიკურ ძალას და ვინ რას აკეთებს. გადაცდომა იყო პოლიციის მხრიდან, ამასაც გარკვეული სამართლებრივი შეფასება სჭირდება, ადამიანი თუ ჩადის დანაშაულს, იმან პასუხი უნდა აგოს, ეს ერთი და არ მიმაჩნია ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსი, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს. თუკი „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მას არგუმენტები გააჩნია, მითუმეტეს თუკი ამტკიცებს, ხელმოწერის ნამდვილობას, ეს სხვა თემაა და ამ სხვა თემას თავისი განხილვა ექნება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

დღის ამბები