02 მაისი 2024,   22:14
ვრცლად
პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი „მეტადონის" გასაღება - დაკავებულია 50 წლის მამაკაცი 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, დუშეთში 50 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მისი პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“ სისტემატურად ასაღებდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მისგან რამდენჯერმე შეისყიდეს ნარკოტიკული საშუალება და ყველაფერი ფარულად ჩაიწერეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ბრალდებულის მიერ გასაღებული ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას გულისხმობს.

დღის ამბები