03 მაისი 2024,   20:18
ვრცლად
ლარის გაუფასურების მიზეზი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია - კალაძე

ლარის უპრეცენდენტო გაუფასურებას დედაქალაქის მერი მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

კახა კალაძე ფიქრობს, რომ ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლებას დაგეგმილი ქმედებების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

ის ასევე, ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურება პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტების ფასზე ჯერ არ ასახულა, თუმცა კალაძე არ უარყოფს, რომ ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება.

„ კარგი იქნება, თუ უფრო მეტს ინფორმაციას მივიღებდით ეროვნული ბანკისგან, თუ რა ქმედებებს აპირებს. გაუფასურებას რაც შეეხება ძალიან ბევრი ფაქტორი არის. რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან ბევრი ფაქტორი არის. რა თქმა უნდა, ჩვენ მიბმული ვართ, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები როგორც თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, რუსეთთან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს ლარის კურსზე. გაუფასურება, მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკვე აისახა ფასებზე, თუმცა თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ გაუფასურდება ლარი, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე,“- განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები