03 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
"გადადგეს გახარია" - მთავრობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

"გადადგეს გახარია "- მთავრობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. კანცელარიასთან მოძრაობა "სირცხვილიას” წევრები შეიკრიბნენ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ამ ფორმით შეეცდებიან საკუთარი ხმა მთავრობის წევრებს გააგონონ. აქციის მონაწილეების თქმით, სამარცხვინოა  მთავრობის ყველა ის სხდომა, რომელსაც გახარია ესწრება.

„ ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი მოთხოვნა - გადადგეს ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ბრძანების გამცემი გიორგი გახარია. 44 დღეა ვითხოვთ ამას და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი სამართლიანი და არა აგრესიული პროტესტით ჩვენ ჩვენს მიზანს მივაღწევთ. თუ ისინი ჩენ არ მოგვისმენენ, ყველგან მივაკითხავთ,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები რუსთაველზე დღესაც შეიკრიბებიან. პროტესტი 44-ე დღეა გრძელდება.

დღის ამბები