01 მაისი 2024,   19:53
ვრცლად
ცუნამის განგაში ინდონეზიაში - იავასა და სუმატრას სანაპიროებთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში ცუნამის განგაში გამოცხადდა. ამის  მიზეზი ძლიერი მიწისძვრა გახდა, რომელიც იავასა და სუმატრას სანაპიროებთან ახლოს მოხდა. ბიძგები 7 მაგნიტუდის სიძლიერის იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცუნამის საშიშროების გამო, მოსახლეობას სანაპირო ზოლის დატოვებისკენ მოუწოდეს. ხელისუფლებამ ადგილობრივები გააფრთხილა, რომ მიწისძვრის გამო ტალღების სიმაღლე სამ მეტრს მიაღწევს.

სტიქიის ეპიცენტრი ლამპუნგის პროვინციიდან 220 კილომეტრის დაშორებით, 53 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

დღის ამბები